ასპინძის მუნიციპალიტეტი
- რეგიონები
- ოქტომბერი 6, 2022
- 206
ისტორია
1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის ახალციხის მაზრაში შედიოდა, 1921 წლიდან — ახალციხის
მაზრაში ტოლოშის რაიონის სახელით, 1930 წლიდან — ცალკე ტოლოშის რაიონია, 1933 წლიდან
დაერქვა ასპინძის რაიონი. მუნიციპალიტეტის სამხრეთი საზღვარი ემთხვევა საქართველო-
თურქეთის სახელმწიფო საზღვარს.
ბუნება
მდებარეობს ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთიდან
შემოსაზღვრულია თრიალეთის მთების კალთებით, სამხრეთიდან — ერუშეთის
მთების კალთებით. ტერიტორია შეადგენს 825 კვ.კმ-ს, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო
სავარგულებს უკავია 540 კვ.კმ. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა მტკვარი. მისი
შენაკადებია: ფარავანი, ოთა, ოშორა და სხვები. სოფელ ნაქალაქევში მდებარეობს წუნდის ტბა.
ასპინძის მუნიციპალიტეტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით:
ბაზალტი — საყუდაბელი, ორგორა, ტოლოში, ძველი, ხერთვისი, ხიზაბავრა, სარო;
მარმარილო და დიატომიტი — ჭობარეთი;
ტუფი — ვარგავი, ძველი;
ანდეზიტი — ხიზაბავრა, სარო;
ტეშენიტი — ნაქალაქევი, ტოლოში;
ვულკანური წიდა — ორგორა, ძველი;
თერმული და რადიოაქტიური წყლები — ასპინძა, ნაქალაქევი.
მოსახლეობა
აღწერის მონაცემები
აღწერის
წელი
მოსახლეობ
ა
1989 13 262
2002 13 106
2014 10 372
2021 [4] 10 600
ადგილობრივი თვითმმართველობა
ადგილობრივი
თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა საკრებულო, აღმასრულებელ ხელისუფლებას
ახორციელებს მერი. მუნიციპალიტეტიში შექმილია 12 ტერიტორიული ერთეული, ესენია:
1. ადმინისტრაციული ერთეული ასპინძა — დაბა ასპინძა, ივერია;
2. ადმინისტრაციული ერთეული აწყვიტა — აწყვიტა;
3. ადმინისტრაციული ერთეული დამალა — დამალა;
4. ადმინისტრაციული ერთეული თოკი — ვარგავი, თოკი;
5. ადმინისტრაციული ერთეული იდუმალა — იდუმალა, ოშორა;
6. ადმინისტრაციული ერთეული ორგორა — ორგორა, საყუდაბელი;
7. ადმინისტრაციული ერთეული ოთა — ოთა;
8. ადმინისტრაციული ერთეული რუსთავი — რუსთავი;
9. ადმინისტრაციული ერთეული ტოლოში — გელსუნდა, ტოლოში, ხერთვისი;
10. ადმინისტრაციული ერთეული ძველი — ძველი, ჭობარეთი;
11. ადმინისტრაციული ერთეული ნაქალაქევი — ვარძია, ზემო ვარძია, თმოგვი, მირაშხანი,
ნაქალაქევი, ფია;
12. ადმინისტრაციული ერთეული ხიზაბავრა — ნიჯგორი, სარო, ხიზაბავრა.
ეკონომიკა
სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მიწათმოქმედება, მეხილეობა, მეცხოველეობა.
მრეწველობა სუსტადაა განვითარებული და უმთავრესად ადგილობრივი დანიშნულებისაა. აქ
არის ადგილობრივი მნიშვნელობის ორი ბალნეოლოგიური კურორტი: ასპინძა და ნაქალაქევი,
ასევე ტურისტული ბაზა „ვარძია“.
კულტურა
მუნიციპალიტეტში 22 საჯარო სკოლაა, 24 ბიბლიოთეკა, 2 თეატრი და
2 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის).
ღირსშესანიშნაობანი
ასპინძის მუნიციპალიტეტში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების მრავალი ძეგლი, მათ
შორის აღსანიშნავია: ვარძია, ზედა ვარძია, ვანის ქვაბები, თავკვეთურა, თმოგვის ციხე, ზედა
თმოგვი, ხერთვისის ციხე, ხვილიშა, ჩიხორისი, შორეთი, ოთის ციხე, ოშორის
ეკლესია, ჩიტიკიბე, ღართა, ყიზილდერესი, ვარნეთი, ძველი, წუნდა, კოხტასთავი, ბერისხევი, ბე
რთაყანა, ქარზამეთი, ალანძიის ეკლესია, გავეთი, გიორგიწმინდის ეკლესია, ოლოდა, სარო.
ვანის ქვაბები
ამოქვაბული კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, VIII-XVI საუკუნეების ქართული
ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი – ვანის ქვაბები – ისტორიულ ჯავახეთში, ასპინძის
მუნიციპალიტეტში (რაიონულ ცენტრი ასპინძიდან 27 კმ დაშორებით), მდინარე მტკვრის
ზემოთში, მის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს. დაარსებულია მეუდაბნოების ხანაში; ეს
უძველესი ქვაბთა ჯგუფი, რომელიც ეკლესიას შეიცავს, VIII საუკუნეს არ გადმოშორდება. იგი
დღემდეა დაცული. IX-XI სს. ვანის ქვაბების უდაბნო ფართოვდება – უდაბნოს ცენტრში წმ.
გიორგის ტაძარი და ქვაბ-სენაკების ახალი ჯგუფები გამოკვეთეს. 1089 წელს ძლიერი
მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბების ცენტრალური ნაწილი ტაძრიანად დაინგრა. XII საუკუნის
მანძილზე, 1191 წლამდე ვანის ქვაბები გურგენისძეთა ფეოდალური სახლის საგვარეულო
მონასტერია. თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) დაიწყო ვანის ქვაბების რეკონსტრუქცია.
1186-1191 წლებში მონასტრის პატრონმა იჩქით გურგენისძემ განაახლა მონასტერი, აღადგინა
და ძვირფასი ხატებით შეამკო წმ. გიორგის ტაძარი; მის გვერდით ადრე ააგო საგვარეულო
ეგვტერი და ორივე შესასვლელში თავისი მოღვაწეობის ამსახველი წარწერა გაუკეთა.
მწიგნობართუხუცესმა ანტონ ჭყონდიდელმა 1204 წელს ვანის ქვაბების ძველი ქვითკირის
ზღუდე აღადგინა. ვანის ქვაბების 1204-1283 წლებში თმოგველთა ფეოდალური საგვარეულო
ფლობდა. 1204-1234 წლებში მათ მონასტერს დაუწესეს ახალი ტიბიკონი "ვაჰანის ქვაბთა
განგება", 1265-1283 წლებს შორის ააშენეს წმ. გიორგის ტაძრის კარიბჭე, სამრეკლო და
დარბაზული ეკლესია. 1283 წელს მიწისძვრის შედეგად ვანის ქვაბები კვლავ დაინგრა. XIV-
XVI საუკუნეებში აქ კვლავ გამოცოცხლდა სამონასტრო ცხოვრება. 1551 წელს სპარსელებმა,
ხოლო 1576 წელს ოსმალებმა აიღეს და დაარბიეს, რის შემდეგაც იგი გაუკაცრიელდა. ვანის
ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვებული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო
კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების
სათავსები, ეგვტერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია.
კომპლექსის ცენტრია წმ. გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი მოჩუქურთმებული
ქვითკირის კარიბჭით და ორსართულიანი სამარხი ეგვტერით. კარიბჭის ქვეშ ქვაბსაძვალეა. აქვე
აღმოჩნდა კანკელის მოჩუქურთმებული დეტალები და კარიბჭესთან შერწყმული სამრეკლოს
ორნამენტირებული ქვები. კარიბჭესთან ჩრდილოეთით, იმავე ტერასაზე, ქვითკირის
დარბაზული ეკლესიაა, ხოლო ქვემოთ, ანსამბლის მარცხენა ფრთის ტერასებზე, 3 სართულად
განლაგებულია ქვაბსამარხი და ქვის სახლები. შემორჩენილია წყალსადენის 3 ტრასისა და
წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი
წარწერები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია რვაქვევრიანი მარანი, მოჭიქული
კერამიკული ჭურჭლის დასამზადებელი სახელოსნო, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა,
კლდეში ნაკვეთი საწნახლით და მცირე წყალსადენი ტრასით, ქვით ნაშენი 2 სახლი და სხვა.
ქვითკირის ზღუდის გარეთ, ტერასაზე გამოვლინდა ოვალური კოშკი, რომელიც რთული
თავდაცვითი ნაგებობის ნაწილს შეადგენდა და ზღუდის მისადგომებს იცავდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილი ეპიგრაფიკული
ძეგლები, მ. შ. იჩქით გურგენისძის სამშენებლო წარწერა, ვანის ქვაბების დასავლეთით
მეუდაბნოების ხანის მცირე ეკლესიაში შემონახულია XIII საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები.
ვანის ქვაბების არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილია XII საუკუნის ქართული
ჭედური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლები, მ. შ. ვერცხლის 3 თასი. ძველი ქართული
ლიტერატურის ისტორიისათვის მნიშვნელოვანია ვანის ქვაბთა პოეზიაც. გამოქვაბულთა ბოლო
სართულზე, კლდეში ჩაშენებულია პატარა ეკლესია, რომლის კელდებზე შემორჩენილია XV
საუკუნის II ნახევარში შეხიზნული ქალების მიერ მელნით შესრულებული მხედრული
წარწერები. წარწერების ავტორები არიან გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი,
მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა. წარწერებიდან ჩანს, რომ ისინი აქ იძულებით მოუყვანიათ
და ემდურიან თავის ბედს. ვანის ქვაბთა მონასტრის წარწერებს დიდი მნიშვნელობა აქვს
ქართული მწერლობის ისტორიისათვის. მათ შემოინახეს ქართული ლირიკული პოეზიის,
"ვეფხისტყაოსნისა" და "როსტომიანის" სტროფთა უძველესი ნიმუშები. წარწერების მიხედვით
ვეცნობით XV საუკუნის ქართველი საზოგადოების ლიტერატურის გემოვნებასა და კულტურის
დონეს.
ვარძია
საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიულ მესხეთში, ასპინძის რაიონიდან 30 კმ-ის
დაშორებით, მდინარე მტკვრის ღრმა ხეობის ზემო წელზე, ერუშეთის მთის ფრიალო, მიუვალ კლდეში, ზღვის
დონიდან 1300 მ სიმაღლეზე, ხუთასი მეტრის სიგრძეზე, მდებარეობს ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი
– ვარძიის სამონასტრო კომპლექსი.
ხალხური თქმულებით, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ ლექსიკურ მსგავსებას ემყარება, სახელწოდება
"ვარძია" შემდეგ ლეგენდას ემყარება. ერთხელ, როცა თამარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ბიძასთან ერთად
დაუმთავრებელი სამონასტრო კომპლექსის გამოქვაბულში თამაშობდა. გარკვეულ მომენტში ბიძამ ბავშვი
თვალთახედვიდან დაკარგა ქვაბულის ლაბირინთებში და მას ძებნა დაუწყო. მცირეწლოვანი თამარი ბიძას ასე
გამოეხმაურა: "აქა ვარ ძია!". მეფე გიორგი III-ს ბრძანებით კომპლექსს სახელი ამ გამოხმაურების საფუძველზე
დაერქვა.
1185 წელს ნაკურთხი ვარძია ჯვარ-ბოლნისის უძველეს სალოცავებზე ზეამაღლებული და მთავარი
სულიერი ხატია ქართული სახელმწიფოსი. XIIIს. ცნობილი მეცნიერი იოანე ვანაკანის მიერ ვარძიის ხხატის
მნიშვნელობა ქართულ ანბანთანაა გატოლებული.
ვარძიის მშენებლობის პირველი ეტაპი გიორგი III მეფობის წლებს (1156-1184) ემთხვევა. იგი
დაკავშირებულია მშენებლობის ზოგადი გეგმის ჩანაფიქრთან და დამუშავებასთან; იმავდროულია პირველი
კლდის სახლები ეკლესიითურთ წყაროსთან.
მშენებლობის მეორე ეტაპი მოიცავს პერიოდს გიორგი III გარდაცვალებასა და თამარ მეფის გათხოვების
თარიღებს შორის (1184-1185).
არსებული გეგმა თამარ მეფის მითითებით ნაწილობრივ შეიცვალა. მონასტრის ცენტრში გამოიკვეთა
ღვთისმშობლის მიძინების დიდი დარბაზული ეკლესია, სტოა-პორტიკით. ცენტრის გადაკეთების საბაბი წყაროა
– „წმიდა წყალი“, – კეთილმოწყობილი აუზი, რომელიც ტაძარს უკავშირდება.
მშენებლობის მესამე ეტაპია – ხანა ტაძრის მოხატვიდან ბასიანის ბრძოლამდე ე.ი. 1185-1203 წლები.
ტაძრიდან აღმოსავლეთით საღალატოს ხევამდე და დასავლეთით ანანურამდე მთავრდება საზოგადოებრივი და
სამონაზვნო კლდის სახლების, ტაძართან დაკავშირებული თავდაცვითი სამალავის გამოკვეთა.
მშენებლობის მეოთხე ეტაპი უკავშირდება 1283 წ. მიწისძვრის შედეგებს, რაც ამ მხარეში ბექა ჯაყელ-
ციხისჯვარელის ათაბაგობის ხანას (1285-1306) ემთხვევა. მის დროს აიგო ორი მომცრო, მაგრამ მნიშვნელოვანი
ობიექტი: ორთაღიანი ნაგებობა ტაძრის სტოა-პორტიკის გასამაგრებლად და ორსართულიანი სამრეკლო XIII ს.
დამახასიათებელი ორნამენტით.
მშენებლობის მეხუთე ეტაპია ახალი სატრაპეზოს შექმნა: „…ადიდე ორთავე შინა სუფევათა დიდისა ამის
ტრაპეზისა აღმშენებელი პატრონი ივანე…“ ეს ის ივანე ათაბაგია, მესხეთს რომ განაგებდა 1391-1444 წლებში.
კომპლექსი განლაგებულია იარუსებად 100 მ სიმაღლეზე. იარუსების რაოდენობა 3-დან 13-მდეა. აქ არის
სატრაპეზოეიბი, სენაკები, საკუჭნაოები, დამხმარე სათავსოები, 25 მარანი 185 ქვევრით. შედგება ისტორიულად
ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან – ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის
სოფლის ანანაურისაგან.
ვარძიის მონასტერი ცამეტ სართულადაა გამოკვეთილი სამფეროვანი კლდის შუა, – მოყავისფრო ფენაში,
ხოლო ზედა, – მუქი რუხი ფენა თითქოს სახურავადაა გამოყენებული. საცხოვრებელი ოთახები და სათავსოები
სამხრეთიდან ჩრდილოეთით, კლდის ერთ ღერძზეა განლაგებული, რის გამოც მზისგან მაქსიმალური ბუნებრივი
განათებითა და გათბობით არის უზრუნველყოფილი.
ვარძიის გამოქვაბულთა განლაგებას, სამეცნირო ლიტერატურაში, სამ მონაკვეთად ყოფენ: პირველი
ცენტრალური ნაწილი მოიცავს ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული ტაძრის სამხრეთი კედლის
ორთაღიან სტოას და სამრეკლოს შორის ერთმანეთთან მჭიდროდ მოწყობილი გამოქვაბულების შედარებით
მცირე ჯგუფს. აქ, სამრეკლოს ქვეშ, საწნახელიანი გამოქვაბულია, ხოლო სამრეკლოს მეზობლად, ერთი
სართულით დაბლა – სატრაპეზო.
მეორე მონაკვეთს წარმოადგენს ტაძრის ცენტრალური ნაწილის დასავლეთით მდებარე უფრო ადრინდელი
ხანის (X-XII სს.) ე.წ. კლდის სოფელი – ანანაური, სადაც შემორჩენილია მეტად საინტერესო კლდის
ორსართულიანი სახლი, საბაღე და სავენახე ტერასები, X საუკუნის პატარა დარბაზული ეკლესია XVI საუკუნის
კედლის მხატვრობით, სარწყავი არხის დიდი გვირაბი, 3,5 კმ სიგრძის ფრიალო კლდეში გამოკვეთილი გვირაბი
წყალსადენისთვის და სხვა მნიშვნელოვანი სათავსები.
მესამე მონაკვეთს მოიცავს ცენტრალური ნაწილის აღმოსავლეთით, 150 მეტრის სიგრძეზე განლაგებული
გამოქვაბულები და დაბლა ჩასასვლელი დიდი გვირაბი, რომლებიც კარგადაა მოღწეული ჩვენამდე. აქვეა
მოთავსებული ტაძარი სახიზნავითა და მისი გვირაბით, ე.წ. „თამარის ოთახი“, „სადარბაზო“, „სალხინო“ და
„წამლის სასახლე“ (აფთიაქი), მრავალი მარანი და რამდენიმე კარგად შენახული საცხოვრებელი გამოქვაბული.
ოთახების კედლებში გამოკვეთილია ფართო ნიშები – საწოლად, ლოგინის დასალაგებლად, მცირე ნიშები –
ჭურჭლისათვის, წიგნებისა და ჭრაქისათვის, მერხები, კერა და სხვა. ნიშები მეტწილად თაღოვანია და შემკულია
მარტივი ჩაჭრილი საპირეებით. კლდის სიბრტყეები მთავარ სათავსებში დამუშავებულია ხორკლიანი
ფაქტურით. ზოგ სამყოფელს აკრავს მცირე სამლოცველო (სულ თორმეტი). ვარძია არ გამოირჩევა მდიდრული
მორთულობით, ერთადერთი სამკაულია სამლოცველოთა კედლის მხატვრობა. ვარძიის მთელ კომპლექსში
უკეთაა დაცული აღმოსავლეთის ნაწილი. აქ მთლიანად ან ნაწილობრივ გადარჩენილია 242 გამოქვაბული
ოთახი. მათ შორის გვხვდება 5,6X8მ ფართობის დარბაზი. ამავე ნაწილშია "სადარბაზო" საკრებულო – მცირე
ეკლესიით, თამარის ოთახი, სალხინო (მარნით) და სხვა. ვარძიის მონასტრის დასავლეთ ნაწილშია სატრაპეზო,
ხოლო ცენტრალურ ნაწილში საგანგებო თავშესაფარი – სამალავი ოთახები. გვირაბები მომარაგებული იყო
წყლით. მთავარი ეკლესიის მახლობლად სიღრმეში ბუნებრივი წყაროა. ამასთან კლდეში გამოკვეთილ გვირაბში
3,5 კმ სიგრძის წყალსადენი ტრასაა. ვარძია თავდაცვის მიზნითაც გამოიყენებოდა. აქ, აღმოსავლეთ
ნაწილში ფარული გვირაბია, რომელიც მდინარისკენ ეშვება. 3,5 კმ სიგრძის წყლის გაყვანილობა გასაოცარ
ინჟინრულ ნაგებობას წარმოადგენს.
ვარძიის ხუროთმოძღვარი გატაცებულია ეპოქის ჰუმანისტური იდეებით. მისი შემოქმედებითი
პროფესიონალიზმი განვითარებულია უდაბნო-მონასტრებისა და ქართული სახლის ხალხური არქიტექტურის
გააზრებით.
ქვაბ-უდაბნოსაგან განსხვავებით, სადაც „იმქვეყნიური“ ცხოვრების ასკეტური იდეალები თრგუნავს
ადამიანს, ვარძია „ამქვეყნიური“ ცხოვრების ფერხულში ჩაბმული ადამიანის სახლ-საცხოვრისია.
ხეობიდან ამოზრდილი, ცად აზიდულ კლდის ბუმბერაზ მასივში გამოკვეთილი ვარძიის ანსამბლი, ერთი
შეხედვით, თითქოს ზღაპრულ შთაბეჭდილებას ქმნის. ეს პირობითობა – მოულოდნელობა და რომანტიკული
შთაბეჭდილება ხუროთმოძღვრის შემოქმედებითი ჩანაფიქრია. არსებითად, ხუროთმოძღვარმა ვარძიის
არქიტექტურაში „მიწიერისა“ და „ზეციერის“ იდეალების დაახლოება მოგვცა, რადგან ჩაკეტილი ცხოვრების
საწინააღმდეგოდ, ფასადის ფართოდ გახსნილ თაღებს სამონასტრო ცხოვრება გარეთ გამოაქვს, ხალხთან
აახლოებს.
სინამდვილეში, ვარძიის მონასტერი სამშენებლო-არქიტექტურული თვალსაზრისით სრულიად მარტივი და
მკაცრია. ანსამბლის გეგმარება ერთ საერთო რაციონალურ იდეას – ცენტრის, ე.ი. ტაძრის გარშემო მონაზონთა
საერთო საცხოვრისების სართულებად შექმნას ემორჩილება. ეს პასუხობდა სამონასტრო ცხოვრების წესდებას –
ტიპიკონს. მაგრამ ვარძიის არქიტექტურა უფრო მკვეთრად გამოხატავს მონასტრებში მომხდარ ეპოქალურ
ძვრებს, ვიდრე თვით ტიპიკონი. ხუროთმოძღვარი ანსამბლის არსებული ცხოვრების ნორმების
გათვალისწინებით ქმნის, – ეს მისი შემოქმედების რეალისტური საფუძველია.
კვლევა-ძიებით გამოვლინდა ვარძიის მშენებლობაში აღორძინებული ახალი მოთხოვნილების შესაბამისად
გამოყენებული, უდაბნო-მონასტრის იდეა, დამახასიათებელი V-VIII სს. კლასიკური ეპოქის სამონაზვნო
მშენებლობისათვის, რომლის არქიტექტურა ქართული რენესანსის ხუროთმოძღვართა შემოქმედების
შთამაგონებელი ძალაა. ვარძიის ტაძრის მოხატულობა ქართული მონუმენტური ფერწერის მნიშვნელოვანი
ძეგლია. ქართული კედლის მხატვრობის კვლევისათვის იგი დიდმნიშვნელოვანია ზუსტი თარიღის გამო.
ვარძიის მონასტრის ტაძარი და სტოა მოიხატა 1185 წელს ქართლის ერისთავის რატი სურამელის ინიციატივითა
და სახსრებით. მისი პორტრეტი წარწერით მოცემულია ტაძრის ჩრდილოეთის კედლის დასავლეთის ნიშაში.
ერისთავთ ერისთავმა რატი სურამელმა მოიწვია ნიჭიერი მხატვარი გიორგი ფერმწერთა ჯგუფით. გიორგის
სახელი ფარულადაა ჩაწერილი საკურთხევლის კონქის მხატვრულ ორნამენტში, ღვთისმშობლის
გამოსახულების ქვემოთ.
ტაძრის კამარა ფართო ორნამენტული ზოლით ორ თანაბარ ნაწილადაა გაყოფილი. აქ მოთავსებულია ოთხი
კომპოზიცია: „ხარება“, „შობა“, „ფერისცვალება“, „ლაზარეს აღდგინება“. კედლებზე მხატვრობა მოცემულია ორ
რეგისტრად: სამხრეთზე სამი სცენაა – „იერუსალიმში შესვლა“, „ჯვარცმა“, „ჯოჯოხეთის წარტყვევნა“;
ჩრდილოეთის კედელზე წარმოდგენილია ოთხი სცენა – „საიდუმლო სერობა“, „ფერხთა ბანა“ და კტიტორთა
კომპოზიციები: რატი სურამელი, გიორგი III და თამარი; ხოლო დასავლეთისაზე – ხუთი სცენაა: „მირქმა“,
„ნათლისღება“, „ამაღლება“, „სულიწმინდის მოფენა“ და „ღვთისმშობლი მიძინება“.
გიორგი მხატვარმა მთავარი ყურადღება საკურთხევლის კონქის მოხატულობას დაუთმო. ცენტრში
ღვთისმშობლის დიდი ფიგურაა ყრმითურთ. მის ორივე მხარეს დგანან მთავარანგელოზები მიქელი და
გაბრიელი.
კონქის ქვემოთ საკურთხევლის ნახევარწრიულ კედელზე გამოსახულია თორმეტი მღვდელმთავარი
ტრადიციული სამოსელით, ბერძნულ და ქართულ წარწერიანი გრაგნილებით ხელში.
გიორგი მხატვარმა კომპოზიციები შეასრულა დიდი ხელოვნებით. მაგალითად, ამაღლების კომპოზიციაში
ღვთისმშობლის და ანგელოზების ფიგურები გრაციოზული და ბუნებრივია. აქ მხატვარმა რეალისტურად
გადმოსცა მწუხარების სცენა; ამასთან აღავსო იგი საზეიმო განწყობილებიოთ, სადაც იგრძნობა შინაგანი
სიმშვიდე. წმინდანთა გამოსახულებანი, მათ შორის წმ. ნინო, განლაგებულია პილასტრებზე და მის თაღებზე.
სამხრეთის ორ სარკმელში გამოსახულია ოთხი წმინდანის ნახევარფიგურა, ხოლო ორ სხვა სარკმელში – წმინდა
მეომრებია. ამავე კედელზე, სარკმლებთან – ორი მესვეტეა. შემოსასვლელის ტიმპანში ქრისტე ხელთუქმნელის
სახეა, მის ზემოთ თაღზე კი – წმ. მარიამ ეგვიპტელი და წმ. ზოსიმე.
გიორგი მხატვარმა კტიტორთა გამოსახულებებისთვის საგანგებოდ გამოჰყო საპატიო ადგილი –
ჩრდილოეთის კედლის ორი დიდი თაღოვანი ნიშა, სამხრეთ შესასვლელის პირისპირ. მან გაითვალისწინა
ტაძრის საერთო განათება – სარკმლებიდან შემოჭრილი სინათლე ყველაზე კარგად პორტრეტებით მოხატულ
ჩრდილოეთის კედელს ანათებს.
სტოას ჩრდილო კედლის მთელი ფართობი და დასავლეთ კედლის ნაწილი უკავია „დღე განკითხვის“
მონუმენტურ კომპოზიციას. კამარის ცენტრში მოცემულია „ჯვრის ამაღლება“ ოთხი ანგელოზით, სიმბოლურად
იგი ცვლის „ქრისტეს ამაღლებას“, რომლის სახელი იქვეა მიწერილი. კამარისა და კედლის დასავლეთ ნაწილზე
განლაგებულია წმ. სტეფანეს ცხოვრების სამი სცენა.
კვლევით დადგენილია, რომ ვარძიის ფრესკაზე თამარი წარმოდგენილია ქალიშვილობის წლებში –
გათხოვებამდე, ე.ი. 1185 წლამდე, გიორგი მეფე კი დახატულია მისი გარდაცვალების (1184 წ.) შემდეგ. ამის
მიხედვით შეგვიძლია დავადგინოთ ამ მოხატულობის შესრულების ფარგლებში – 1184-1185 წლები.
მონასტერში დაცული იყო ვარძიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ბასიანის
ბრძოლის წინ მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი
ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შეწევნით ამ ომში ქართველებმა
გაიმარჯვეს. 1551 წელს ვარძიის მონასტერი დაარბიეს სპარსელებმა შაჰ-თამაზის ბრძანებით. ვარძიის ცნობილი
ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, ოქროსა და ფოლადის კარები, კულტურის სხვა მრავალ განძთან
ერთად მტერმა გაიტაცა. სპარსი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ, რომელიც თვითონ იყო ამ ლაშქრობის მონაწილე და
საკუთარი თვალით იხილა ვარძია, განცვიფრებული მოგვითხრობს მისი სიდიადისა და სიმდიდრის შესახებ.
1578 წელს სამცხე თურქეთმა დაიპყრო, თავისი მმართველობა დაამყარა და მართლმადიდებლური
ეკლესიები მეტად შეავიწროვა. თურქების მიერ სამცხეში 1595 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, ვარძია
დაუსახლებელია. ვარძიაში მონასტრის გაუქმებამ, შემდგომ მისი, როგორც ისტორიული ძეგლის, განადგურება
გამოიწვია. რუსეთ-თურქეთის 1828-29 წლების ომის შემდეგ, მესხეთის ნაწილი ვარძიითურთ, კვლავ
საქართველოს შემოუერთდა, მაგრამ ვარძია ისევ უყურადღებოდ რჩებოდა.
1954 წელს ბერძენმა მღვდელმა გიორგი პოპონდუპოლომ დაიწყო ტაძრის გაწმენდა, ტაძარში მისასვლელი გზა
შეაკეთა, ხის უბრალო კანკელი გააკეთა და ვარძია 1857 წელს ხელახლა აკურთხეს, დაუდგინეს მოძღვარი ორი
მორჩილით.
საქართველოში, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ვარძიის სამონასატრო კომპლექსში წირვა-
ლოცვა კვლავ შეწყდა. იქ, ჯერ ტურისტული ბაზა, 1938 წელს კი – მუზეუმი დაარსდა. 1989 წლიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ვარძიის კედლებში კვლავ გაისმის „გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი“.
ზემო ვარძია
სოფელი ზედა ვარძია ასპინძის რაიონში ვარძიის კოპლექსის ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრში მდებარეობს. ნასოფლარისაკენ მიმავალი გზა ხევხევ მიიწევ, გზად უამრავი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები გვხდება. ზედა ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სოფლის ყველაზე მაღალ ადგილას ხელოვნურად მოსწორებულ ადგილას მდებარეობს.
ტაძარი XX საუკუნემდე თითქმის სრულიად დანგრეულმა მოაღწია. დროთა განმავლობაში მას გარკვეული სახეცვლილებები განუცდია. განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენეს მას ამ მიდამოებში ჩასახლებულმა ქურთებმა. 1828 წელს სწორედ ამ ადგილას ჩაასახლა გენერალმა ლაზარევმა 35 კომლი ქურთი. სარწმუნოებით სხვა ხალხი ტაძარს საქონლის შესარეკად და სადგომად იყენებდა, ამ დროს მიაშენეს ტაძარს სხვადასხვა ნაგებობებიც.
ტაძრის საფუძვლიანი შესწავლა მოეწყო 1941-42 წლებში, ამ პერიოდში მოხდა მისი აზომვა, ლაპიდარული წარწერების გარჩევა და ა.შ. 1975-78 წლებში ტაძარს ჩაუტარდა რესტავრაცია.
არქიტექტურულად, ერთი შეხედვით ტაძარი შესაძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორც დარბაზული ტიპის ნაგებობა, თუმცა გარდა მთავარი დარბაზისა ტაძარს სამხრეთით აქვს მიშებული ნავი, რომელიც ამჟამად სტოას წარმოადგენს, ხოლო ჩრდილოეთი ნავი მთლიანად მთავარ დარბაზს ეკუთვნის. კედლები მოპირკეთებულია სუფთა თლილი ქვით. კედლის მაქსიმალური სისქე სამხრეთით 85 სმ-ია, ხოლო დანარჩენი კედლების სისქე 72 სმ-ია. როგორც ავღნიშნეთ ტაძრის სამხრეთის ფასადი სტოას წარმოადგენს, იგი სამთაღედისგან შედგება, აღსანიშნავია ამ სვეტების დეკორატიული შემკობა. მათგან გადარჩენილი იყო მხოლოდ ერთი სვეტი(დიამეტრი 63 სმ), რომლის ბაზაც და კაპიტელიც მოჩუქურთმებული იყო. მეორე სვეტის ღეროც აღმოჩენილი იყო ოდნავ მოგვიანებით, ტაძრის მახლობლად.
ეკლესიას 6 სარკმელი აქვს, ოთხი აღმოსავლეთის მხრიდან, ორიც დასავლეთის მხრიდან. ტაძარში უმნიშვნელოდ შეიმჩნევა ნალესობის და კედლის მხატვრობის კვალი. ტაძრის ინტერიერის მდიდრულად შემკობის გამო სავარაუდოა, რომ ტაძარი თავდაპირველად შესალესად არ იყო გათვალისწინებული.
ტაძარს გააჩნია საიდუმლო გვირაბი და სამალავები. აღსანიშნავია 4 მეტრიანი გვირაბი, რომელიც გამოქვაბულში გადის. ამ სამალავებს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდათ ეკლესიის განძეულობის შესანახად, გარდა ამისა ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია მრავალი მსგავსი სამალავი.
ტაძრის აღმშენებლის შესახებ იუწყება ასომთავრული წარწერა, რომელიც ეკლესიის, სამხრეთის შესასვლელი კარის ბალავრის ქვაზეა გამოკვეთილი. წარწერა შემდეგნაირად იკითხება: „წ დ(ე)დ(ა)ო ღ(ვ)თის(ა), მ(ეო)ხ ეყ(ა)ვ ე(რისთავთ) ე(რისთავ)სა ლ(ი)პ(ა)რი(ტ)ს და შვილთა მისთა დღ(ე)ს(ა) მ(ა)ს ს(ა)შინელსა, რ(ომელმა)ნ გ(უ)ლსმოდგინებ(ი)თ აღგ(ი)შენა წ(მიდა)Á ესე ეკლესიაÁ ა(მი)ნ“.
წარწერის პირველად წაკითხვა მარი ბროსემ სცადა თუმცა შეცდომით, მისი ვარიანტით ტაძარი აუგია ვინმე ესტატე ალპარისს. წარწერაში შესწორება შეიტანა დავით ბაქრაძემ, ასევე მისი მოსაზრებით ტაძარი XIII საუკუნეს მიეკუთვნება.
წარწერის ფონი შეღებილია წითელი ფერით სინგურით, მას მიწარს უწოდებენ. ასოთა მოყვანილობის და დამუშავების მიხედვით შესაძლებელია ტაძრის აგების პერიოდის დადგენა. თუმცა ასოების მორთულობა საკმაოდ განსხვავებულია და არ წააგავს სხვა ძეგლების ლაპიდარულ წარწერებს. ასოთა მოყვანილობის მიხედვით ტაძარი X საუკუნეს მიეკუთვნება.
წარწერაში მოხსენიებული ლიპარიტი სავარაუდოდ კლდეკარის ერისთავი უნდა ყოფილიყო, თუმცა დაუდგენილია, ზუსტად რომელ ლიპარიტზეა საუბარი წარწერაში.
ნალესობის კვალი როგორც ზემოთ ავღნიშნეთ უმნიშვნელოა და იგი ორნამენტებზე არ არსად არ გადადის. სავარაუდოდ მხატვრობა უფრო გვაინდელია და იგი XII-XIII საუკუნეებს შეიძლება მივაკუთნოთ.
ამოკვეთილი წარწერის მარცხენა მხარეს აღსანიშნავია მელნით დაწერილი წარწერა, რომელიც პირველად მარი ბროსეს შეუმჩნევია, მისი შესრულება თავისი თანადროული მკვლევარისათვის მიუწერია. ტაძრის შესწავლისას შეწავლილ იქნა ეს წარწერაც, ამჟამად იგი ძლივსღა იკითხება ვინაიდან მელანი გაფერმკრთალებულია. წარწერა მოგვითხრობს ტაძრისათვის თუ მისი შემოგარენისათვის გარკვეული სამუშაოების ჩატარების შესახებ. წარწერაში მოხსენიებულია მეფე ბაგრატი. სხვადასხვა გამოკვლევებიდან გამომდინარე ეს წარწერა ბაგრატ III ს მეფობის ხანას ემთხვევა, ეს კი მეტყველებს ტაძრის მნიშვნელობაზე და როლზე იმ დროინდელ საქართველოში.
ამჟამად ტაძარი მთლიანად რესტავრირებულია და მოქმედებს დედათა მონასტერი.
თმოგვი
ვეებერთელა კლდის ამოზიდულ ქიმზე და მის კალთებზე გაუშლიათ თავიანიი შემოქმედება. თმოგვის კლდე ნახევარკუნძულივით შეჭრილია – მდინარეში. გაღმიდან კარგად ჩანს კლდის თავზე ციხის ნანგრევები, ზღუდე – ბურჯებით და ფერდობზე ნაქალაქარი სასაფლაოებით. მოხერხებულადაა გამოყენებული კლდის რელიეფი. რელიეფს განუსაზღვრავს თვით ციხის რთული გეგმა.
აქ ზღუდეები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. საფუძვლიანადაა გადაღობილი მისადგომები ციხის ცენტრთან, სადაც მცირე ფართობია შემოზღუდული თხემზე. ციხე შედარებით კარგადაა შემორჩენილი დასავლეთით. აქ კლდის დამრეც ფერდობზე ციხის სამი საფეხურია კედელ – ბურჯებით ამოშენებული. შუა კედელი საბრძოლი დანიშნულებისიაა და იგი ნაგებობებს არ საზღვრავს. ქვედა კედელი კი რამდენიზე ნაგებობას ზღუდავდა. კედელი სამხრეთ – აღმოსავლეთით ქვაბთანაა მიკრდნობილი. ქვაბი კლდის სიღრმეში ნაკვეთი საიდუმლო გვირაბით დაკავშირებულია ზემოთ ცენტრთან და ქვემოთ მდინარე მტკვართან. ცენტრი კლდის თხემზე მთლიანად ნაგებობებს ეკავა. მათი ერთი ნაწილი მიშენებული იყო ციხის ზედა კედელთან. ნაგებობები გადიოდა თხემის აღმოსავლეთ და დასაგლეთ მხარეს. მათ შორის მცირე გასასვლელები რჩებოდა. აქვეა სამეურნეო დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები. მათ შორის, ორი ღრმა ორმო წყლის მარაგისათვის დღემდეა დაცული.
თხემის ცენტრში ბაზალტის ცოკოლზე აშენებული სწორკუთხე ნაგებობაა გათლილი ტუფის კვადრებით. შემორჩენილია კარ – სარკმელები და კარნიზის ფრამეხტენი. ეს ორფერდა სახურავიანი ნაგებობა ბრტყელ აფხიდიანი ეკლესია უნდა იყონ; მას გადაკეთება არ განუცდია.
ციხის კლდეში ორგან შესასვლელია დატოვებული. ერთი – საბრძოლო თაღოვანი გასასვლეი მოხდენილად ერწყმის ორი ხევის შემავროგბელ მცირე უნაგირს.
აღმოსავლეთის, კლდეთა ნაპრალებს შორის, ყოველი გასავალი ბრტყელი კედლებითაა გადაკეტილი. ამ კედლების წყობასა და დასავლეთის ძირითად კედლების წყობას შორის მკვეთრი განსხვავებაა. აშკარაა სხვადასხვა ეპოქის ხელი.
საერთოდ, თმოგვნი უმთავრესად ორი ტიპის წყობა გამოიყოფა აშკარად. ერთი – ძველი ფენა თავდაპირველი მშენებლობისაა: ესაა ტუფის გათლილი კვადრების წყობა ერთნაირი სიმაღლის რიგებით. ასეა ამოყვანილი ციხის მხოლოდ ქვედა საფეხერის კედელი. მეორე ფენა გვიანდელი მშენებლობისაა და აღჯგენა – რეკონსტრუქციისა –– ხასიათდება უხეშად დამუშავებული ფლეთილი ქვით, გარკვეული ფორმის გარეშე, ნაწიბურით ან უნაწიბურო ნაკერებით.
თმოგვის შენებისა და ბრძოლის მძიმე სურათები ამ კდლებზეა აღბეჭდილი. ციხის მცველნი თავდაცვისათვის მოხერხებულად იყენებდნენ ნახევარწრიული ფორნის მასიურ ბურჯებს. ეს განიერი ბურჯები თანაბრადაა განაწილებული კედლის გასწურივ.
ციხის თავდაცვით სისტემაში დაზვერვისა და სიგნალიზაციისათვის განხაკეთრებული ადგილი აქვს მიკუთვნებული თხემის სხვადასხვა საფეხურზე გაფანტულ ოვალური ფორმის ქვაბ – სამზერებს. თმოგვის ციხის ცენტრიდან კლდის სიღრმეში გვირაბი მდინარემდე ჩაუტანიათ. კამაროვანი გვირაბი ადგილ – ადგილ ჩანგრეულა და მზის სხივს ჩაულწევია გვირაბში, თმოგვის საიდუმლო გარეთ გაუტანია. კლდის გულში გამოკვეთილი ზიგზაგური ხვრელი საფეხურებითა და ოვალური სარკმლებით დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. მტკვრის ზემოთ ძნელად მისადგომ სიმაღლეზე გამოკვეთილ ქვაბთა კომპლექსს ეს გვირაბი აერთებს ციხესთან. ქვაბებიდან გვირაბის უკანასკნელი საფეხურები წყაროს აუზთან ჩადის მტკვრის ნაპირზე. გვირაბის ბოლო ჯერ არ ვიცით, იგი საიდუმლოებით არის მოცული.
ამ მხრიდან მდინარე მტკვრის გაყოლებით ვერტიკალერი კლდე მიუდგომელია მტრისათვის. მეცისოვნეთათვის კი ციხის სხვადასხვა ადგილებთან და თვით ქალაგთან დამაკავშირებელი გზაა გაბაწრული. ეს გზა ადგილ – ადგილ კლდეში ნაკვეთი საფეხურებით ზღუდის კედლებშიც გადის. იგი ციხეს ქალაქთან აერთებდა.
ამავე მხარესაა კლდის ნაპრალზე ქვათკირით მიშენებული სამალავი გვირაბის ფრაგმენტები. მის კლდეში ნაკვეთი საფენერები მტკრის ნაპირზეა შემორჩენილი.
ციხის კედლების გარეთ ორი ეკლესიაა შემორჩენალი. დასავლეთით ხევში კლდეში ნაკვეთი წმ. ეფრემის ეკლესიაა. ეს მცირე ზომის საკულტო ნაგებობა ყურადღებას იპყრობს კედლებზე ჩაჭრილი თალებითა და თვით კლდის მასივში გამოკვეთილი კანკელით. კლდის ქვათა გროვაში ეკლესია გარედან გამოიყოდა ლილვებითა და ნახვარწრიელი თაღიანი სარკმლით, რომელიც, კლდეში ნაკვეთ კანკელთან ერთად, კლდის ხუროთმოძღვრების იშვიათი ნიბუშია.
ეს გამოქვაბული ეკლესია კლდის მასივში იკარგება და თითქოს დამალული სამლოცველოა;
მეორეს გუმბათმონგრეულსა და მკერდშელეწილს წარსულის ეშხი დაუკარგავს. მორღვეულ საკურთხეველში XIII საუკუნის კედლის მხატერობის ფრაგმენტები ავდარს ებრძვის. კარიბჭის შემორჩენილი თაღი გადმომდგარა კლდის ქიმზე და ნაქალაქევს თავზე დასცქერის. ნაქალაქევი ციხის ჩამოზვავებულ ლოდებში და მიწის, ნაყარშია ჩაფლელი. აქა – იქ მოჩარ კლდისა და ქვის საცხოვრებელთა ფრაგმენტები. ნაქალაქარის თავზე ციხის ძირში გვიანდელი მოსახლეობის რამდენიმე სასაფლაოა.
ნაქალაქარი, მტკვრის ორივე მხარესაა. ორივეგან სასახლის ნანგრევებია, მდინარეზე კი ხიდის ბურჯები შემორჩენილია ორგან.
სასახლე მეტისმეტად დანგრეულია. იგი ერთი შენობაა. აქვე ჰყრია მისი ფრაგმენტები, არქიტრავი, სარკმლის თავი მასზე ამოკვეთილი ტოლმკლავებიანი ჯვრის დაბალი რელიეფით წრეში და სხვა.
სასახლის კედლები ნაგებია კლასიკური ხერხით – ტუფის გათლილი კვადრებით თმოგვის ციხის ძველი კედლების მსგავსად და მასთან ერთად უძველეს ფენას მიეკუთვნება.
მტკვრის მარჯვენა მხარეს მეორე სასახლე ოთხ ნაგებობას შეიცავს. ერთი მათგანი აბანოა. სასახლის კომპლექსი მდინარიდან ძალზე მაღლაა გაშენებული. მცირე მოგაკებულ ადგილზე, სასახლის სამი ნაგებობა ერთიმეორის გაგრძელებაზეა განლაგებული. აბანო კი დგას მათგან ჩრდილოეთით.
პირველი შენობა სამ სადგომს შეიცავს 100 – 120 კვ/მ ფართობით. ყოველ ოთახს ცალკე შესასვლელი აქვს. შენობის კედლები არ შემორჩენილა, მეორე შენობა ვრცელი, 300 კვადრატულ მეტრიანი სასახლეა. შესასვლელი წინა დარბასიდანაა. ჩანს პირველი სართულის გადახურვის ადგილი და მეორე სართულის კედლის ფრაგმენტი. მესამე ნაგებობა ერთი ვრცელი სათავსოა, 300 კვადრატელ მერზე მეტი ფართობით. აქ თითქმის ერთი სართულია შემორჩენილი. შენობები ნაგლეჯი ქვის წყობითაა ამოყვანილი კირის ხსნარზე.
აბანო, რომელიც ქვითა და ქართული აგურითაა ნაშენი, სამ სათავსოს შეიცავს. კამარები ჩამონგრეულია, თუმცა კუთხის ტრომპების თავისებურება შესამჩნევია.
სასახლის კედლის წყობა ანალოგიურია თმოგვის ციხის გვიანდელი, მათ შორის, აღდგენილი, კედლის წყობისა, რომელიც XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება.
სასახლის მახლობლად ორი გზაა: წუნდიდან მომავალი ბილიკი სასახლის აღმოსავლეთით გადის და ვანისქვაბ – ვარძიისაკენ მიემართებოდა. მეორე კი ისტორულ გზაა ტრანსპორტისათვის. ეს გზა სოფელ მარგასტანთან იწყება, სასახლესთან გეილის, შეზდეგ საცალფეხო ბილიკით ხეობაში ეშვება და ხიდს უკავშირდება.
სასახლესთან, დაბლა ჩრდილოეთით და სამხრეთით ორი წყაროს წყალია. შუა მდინარეში კლდის მოგლეჯოლ ლოდზე ქვიტკირის ფრაგმენტია. ეს ხიდის შუა ბურჯია. ბურჯის ნანგრევები მდიხარის ნაპირზედაცაა. ერთი, ხიდი გადებული იყო ორ სასახლეს შორის და სასახლის კომპლექსს აკავშირებდა ციხესთან და ნაქალაქევთან; მეორე ხიდი -ტრანსპორტისათვის –– უფრი ქვემოთ იყო და თმოგვის ქალაქის ორივე ნაწილს აერთებდა.
გადავავლოთ თვალი მატიანეებს და ძეგლებზე მიმობნეულ „ქართლის ცხოვრების” დაფანტულ ფერცლებს.
მატიანეში X საუკუნის დასაწყისიდან იწყება თმოგვის ისტორია. როგორც ჩანს, IX –X საუკუნეების იგი ჯავახეთის მნიშვნელოვანი სტრატეგიული ცენტრი და ძლიერი ციხეა. XI საუკუნის ქართველი ისტორიკოსი მოგვითხრობს, რომ 914 წელს არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე – ჯავახეთი მოაოხრა. თმოგვსაც დაეცა. „მოადგა ციხესა თმოგვისასა, და ვითარ იხილა სიმტკიცე მისი და სიმაგრე, აიყარა მუნით”…
X საუკუნის პირველ ნახევარში თმოგვი და ჯავახეთის დიდი ნაწილი აშოტ კურაპალატის ვაჟის ადარნახეს ჩამომავლობის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. X საუკუნის ბოლოს ჯერ აფხაზთა მეფეების ხელშია, შემდეგ სამეფო ციხეა და თვით ჯავახეთის გამგებელი ერსიავიც გაერთიანებული საქართველოს მეფის ბარტ მესამის ხელქვეითია.
საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში თმოგვი კვლაც ჩანს, ბაგრატ მესამემ კლარჯთა მეფენი ძმები სუმბატ და გურგენ „პატიმარ ყვნა ციხესა შინ თმოგვისასა და მუნ ციხეს შინა გარდაიცვალნეს“. ეს იყო 1011 – 1012 წლებში.
ამიერიდან საქარველოს მეფენი თმოგვით ასაჩუქრებდნენ ხან ერთ ხან მეორე ფეოდალს. თმოგვი შენდება და იზრდება. თმოგვის მფლობელნი საქართველოს დასაცავ ბრძოლებში ერთერთი პირველთაგანნი არიან. თმოგვთან კი ბრძოლები ნაკლებად ჩანს.
პირველი თმოგველი ფარსმანია. 1044 – 1045 წლებში, კლდეკარის ერისთავთ ერისთავის ლიპარიტის განდგოზისას, იგი მასთან ერთად იყო მეფე ბაგრატ მეოთხის წინააღმდეგ და მასთან ერთად დამარცხდა. მეფე და ერისთავები შერიგდნენ. ფარსმან თმოგველი ერისთავთ ერისთავია. იგი ახალქალაქსაც ფლობდა.
1065 წელს თურქ – სელჩეკების შემოსევის დროს ახალქალაქის ბრძოლაში ფარსმან თმოგველმა თავი დასდო მეფისა და მამულისათვის. ამიტომ ათონის ივერიის მონასტრის აღაპი გვაუწყებს: „მრავალნი წყალობანი ქმნნა ჩუენ ზედა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა“.
1013 წელს მეფე გიორგი II თმოგვი უბოძა ურჩ ფეოდალს ნიანია ქუაბულის ძეს. ნიანიას ოჯახისათვის, მისი მემკვიდრისათვის თმოგვში დასახლება საბედისწერო აღმოჩნდა.
1089 წელს აღდგომაა თმოგვში. ზეიმია საქართველოში. ლოცულობდა თმოგვი და ხელაპყრობილ – მლოცველთ კლდის ნანგრევები მკერდზე – შემოსკდათ. „შეიძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესეოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს…. – რომელთა თანა თმოგვიცა დაიქცა და დაიპყრნა ქუვშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლითურთ”, მაგრამ კვლავ აღდგა თმოგგი, ცხოვრებამ ახალი ძალით იფეთქა. წინაპართა ნაოხარზე ახალი თაობა მოვიდა. ახალს აშენებდა, თავის მომავალს სჭედდა ქართველი.
1117 წელს შემდეგ გორგი III-მ თმოგვი უბოძა მის მიერ მსახურთუხუცესად აღზევებულ აფრიდონს. თამარის ტახტზე ასვლის შებდეგ, დაახლოებით 1186 -1187 წლებში, ოპოზიციის მოთხოვნით, სხვა აღზევებულ უგვარო პირებთან ერთად აფრიდონც „მოიშალა და დაიმხო“
თმოგვის ახალი პატრონი უკვე საქართველოს ლაშქრის სარდალი ამირსპასალარი გამრეკელ თორელია და ამ დროს მისი მნიშვნელობაც ერთიორად ამაღლდა.
გამრეკელის გარდაცვალების შემდეგ (1191 წელი), თმოგვის ცხოვრებაში ახალი ხანა იწვება. ეს დიდებული ციხე – ქალაქი სამემკვიდრეო მამულად გადაეცა მხარგრძელთა ერთ შტოს. კერძოდ „შეიწყალეს სარგის ვარმის ძე, დალოცეს და უბოძეს თნოგუი”. ამიერიდან სარგისი და მისი შთამომავლები თმოგველებად იწოდებიან. ეს სარგის თმოგველი უნდა იყოს ავტორი ჩვენამდე არ მოღწეული თღზულების „დილარგეთიანისა“, რომელიც „ვეფხისტყაოსნის“ წინამორბედია.
მხარგრძელები დიდად გავლენიანი ფეოდალები ოყვნენ თამარის ეპოქაში. სარგისის ბიძაშვილები ზაქარია და ივანე ქვეყნის მართვა – გამგეობაში ერთი პირველთაგანნი იყვნენ. ზაქარია ამირსპასალარი იყო. ივანემ კი ათაბაგობას მიაღწია.
თმოგვში დამკვიდრებულ ფეოდალისათვის საგვარეულო მონასტერი იყო საჭირო. ამიტომ 1204 წელს შემდეგ თმოგვის მახლობლად მდებარე ვანის ქვაბის სამეფო მონასტერიც თმოგველებს გადაეცათ საგვარეულოდ.
1205 წელს რუმის სულთან რუქნადინთან ბრძოლის დროს უკვე თაყაიდინ თმოგველი ჩანს, ხოლო 1234 – 1935 წლებში თმოგველი კვლავ სარგისია „კაცი მეცნიერი, ფილოსოფოსი და რიტორი”. სარგისი აქტიურად მონაწილეობს საქაროველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 1246 წელს დავით ლაშას ძეს ახლდა ბათო ყაენთან და ვარაყორუნში დიდ ყაენთან; მონაწილეობდა მონღოლთა წინააღმდეგ კოხტას თავის შეთქნელებაში. XII საუკუნის 60-იან წლებში სარგისი ჯერ კიდევ ცოცხალია.
თმოგველები XIII საუკუნის განმავლობაში დიდ მზრუნველობას იჩენენ მონასტრისადმი. ვანისქვაბს დაუწესეს მონასტრის ტიბიკონი (შინა განაწესი). ეს ძეგლი, რომელიც დღემდე შემოგვრჩა, ქართული სამართლის მხიშვნელოვანი დოკუმენტია. თმოგველები მონასტერში ეწევიან ფართო სამშენებლო მოღვაწეობას.
თმოგველი ერისთავთ ერისთავი სმჩმი (სახელი გაუხსნელია) 1265-1283 წლებში მონასწრის ცენტრს – ტაძარს უშენებს კარიბჭეს და სამრეკლოს, ტაძრის მახლობლად კი ააგო ეკვდერი და ჩუქურთმაში სამშენებლო წარწერაც ჩააყოლა.
1283 წელს კვლავ დიდი მიწისძვრა მოხდა. „….სამცხეს ურიცხვი სული მოსწყდა და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო”.
ამ დროს დაინგრა თმოვიცა და ვანის ქვაბიც. მიუხედავად ამისა, თმოგვში XIV საუკუნის დასაწყისში თმოგველები ჯერკიდევ ჩანან, მაგრან მიწისძვრის თუ სხვა მიზეზების გამო თმოგველებმა თმოგვი მიატოვეს და მას სხვა პატრონი გუჩნდა. ეს დასტურდება თმოგვის აღმოსავლეთ ზღუდის ქვემოთ აღმოჩენილი წარწერით:
„შეწევნითა და ძლიერებითა ვარძიისა ღვთისმშობლისაითა, ქორონიკონსა ლც (1350 წელს) დავიწყეთ ზღუდე ესე მე, მეფეთ – მეფის დავითის ვარძიელმან საწოლის – მწიგნობარმან თმოგუს, მურვან კვითხისძემან”. ე.ი. მიწისძვრით დანგრეული ციხის აღმოსავლეთი კედელი განახლებული და აშენებულია 1350 წელს.
მურვან კვითხის ძის შთამომავლები ვანის ქვაბის გვიანდელ მინაწერებში არიან დასახელებული. ე. ი. თმოგვს და საგვარეულო მონასტერსაც, ესენი ფლობენ 1350 –1393 წლებში.
ამის შემდეგ თმოგვი ჯერ ათაბაგ ივანეს ხელში ჩანს გვიან კი მე-16 საუკუნეში ხან რჩეულაშვილებს და ხან ამატაკიშვილებს აქვთ.
თმოგვის ციხესთან არსებული ქალაქი XVI საუკუნეში ჯერ ისევ ქალაქობს.
1576 – 1578 წლებში შალიკაშვილის ხელმძღვანელობით მესხეთის აზნაურთა ბრძოლა ათაბაგის წინააღმდეგ თმოგვის მიდამოებში სასტიკი ბრძოლებით აღინიშნა. თმოგვი ძირითადი დასაყრდენი იყო შალიკაშვილისა. სხვა ციხეებთან და ქვაბებთან ერთად, მანუჩარ ათაბაგმა თმოგვის ქალაქი დაარბია და ციხე თვით დაიჭირა. 1578 წელს ოსმალები შემოვიდნენ სამცხეში და თმოგვი მანუჩარ ათაბაგმა ლალაფაშას გადასცა. მოკლე ხანში სამცხე – ჯავახეთი მთლიანად მიიტაცეს თერქებმა და მხოლოდ ორნახევარი საუკუნის შემდეგ მოხერხდა ამ მხარის კვლავ შემოერთება.
XVIII საუკუნის თმოგეში მოსახლეობა შემცირდა. მისი ძველი დიდება დაეცა და ვახუშტის ცნობით, „თმოგვი იყო ქალაქი, არამედ აწ არს დაბაო“.
დღეს თმოგვში მოსახლეობა აღარ არის. მისი ნანგრევების უმთავრესი ფენები ორი მძლავრი მიწისძვრის შედეგად კლდის ნანგრევებშია ჩამარხული.
შორეთი
შორეთის მონასტერი ასპინძის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოთიდან ჩრდილოეთით, 6 კმ-ში მდებარეობს. კომპლექსი მოიცავს მთავარ დარბაზული ტიპის ეკლესიას(ზომები 14,4*6) და სამრეკლოს. ეკლესია არქიტექტორული სტილიდან გამომდინარე შესაძლებელია XIII-XIV საუკუნით დათარიღდეს. საკმაოდ განვითარებული და დახვეწილია ტაძრის შემკულობა. ეკლესია ორსართულიანია და პირველ სართულზე სავარაუდოდ საძვალე იყო. მას ორი შესასვლელი აქვს, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. სამრეკლო, რომლის პირველი სართული ტაძრის კარიბჭის ფუნქციას ასრულებს XV საუკუნეში არის აშენებული. მისი მხატვრული გაფორმება, განვითარებულ არქიტექტურის დონეზე მეტყველებს. სამრეკლოს მეორე სართულზე იყო 9 მალიანი ფანჩატური, ამჟამად იგი თითქმის მთლიანად ჩამოქცეულია. სამხრეთის კედელზე დაფიქსირებულია ასომთავრული წარწერა, რომელიც გ.ბოჭორიძემ ასე გაშიფრა: „ქრისტე, ორბისძეს ნიკოლოზს გალატოზთ უხუცესს შეუნდევენ ღმერთმან ამენ“. რაც შეეხება ტაძრის ინტერიერს იგი მოხატული ყოფილა. საკუთხევლის კონქში შეიმჩნევა სავარაუდოდ ღვთისმშობლის გამოსახულება. ამჟამად მხატვრობა საკმაოდ დაზიანებულია. საჭიროებს გადაუდებელ საკონსერვაციო სამუშაოებს.
შორეთის კომპლექსი წარმოადგენს ქართული არქიტექტურის და კულტურის ერთერთ სანიმუშო შედევრს. ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ იგი ამჟამად ძალიან სავალალო მდგომარეობაში იმყოფება. ყოველდღიურად ზიანდება და ნადგურდება უნიკალური მემკვიდრეობის მქონე ძეგლი.
ხერთვისის ციხე
ხერთვისი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, მდინარე ფარავნისა და მტკვრის შესართავთან, მაღალ კლდოვან მთაზე, ზღვის დონიდან 1126 მეტრზე მდებარეობს.
ხერთვისი მნიშვნელოვან მაგისტრალზე მდებარეობდა, ექვემდებარებოდა ფარავნის და მტკვრის მიმდებარე რეგიონის დასახლებული პუნქტები. XVI საუკუნეში ხერთვისის ფეოდალური მფლობელები მონაცვლეობით იყვნენ ქამქამისძენი, ხერთვისარნი, ამატაკიანნი. XVI საუკუნეში სამხრეთ საქართველოში ოსმალთა ექსპანსიის დროს, 1578 წ., არაფაქსამ ამატაკისშვილმა ჯავახეთის სხვა ციხესიმაგრეებთან ერთად ოსმალებს ხერთვისიც ჩააბარა. შემდგომში იგი ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი იყო. XVIII საუკუნის 70-იან წლებში მეფე ერეკლე II-მ აიღო. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1828 წელს რუსეთის ჯარებმა გაათავისუფლეს. ხერთვისი ბევრჯერ გადაუკეთებიათ, შეიმჩნევა ადრინდელი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა. ბოლო პერიოდში ციხე ორი მთავარი ნაწილისგან შედგებოდა: ციტადელისა და გალავნისაგან. ციტადელი მთის ვიწრო, კლდოვან ქიმზეა აღმართული, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთიდან მიუდგომელია. ციტადელი მაღლაა, ხოლო გალავანი მას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან აკრავს. მართალია ციტადელი დიდია, მაგრამ გალავანს გაცილებით ვრცელი ფართობი უკავია. გალავანი ძლიერაა დაზიანებული, რის გამოც მისი კედლების სიმაღლის დადგენა არ ხერხდება. წყლით მარაგდებოდა ჩრდილო-დასავლეთით გაყვანილი გვირაბის საშუალებით.
ციხის დასავლეთ ნაწილში მცირე ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთებია შემორჩენილი.
ლეობის, მეხილეობისა და მემინდვრეობის მეურნეობა, სამკერვალო და საკონდიტრო ფაბრიკები.
ჰავა
ასპინძაში მთის სტეპის ჰავაა, იცის ცივი, მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი, თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა -2,2 °C, აგვისტოსი 20,3 °C; საშუალო წლიური ტემპერატურაა 9,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -29 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 39 °C.
ასპინძა ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტია დაბაში არსებული თერმული წყლების გამო. სამკურნალო ფაქტორია მცირე მინერალიზაციის (0,9 გ/ლ) გოგირდ-წყალბადიანი ქლორიდულ-ნატრიუმ-კალციუმიანი თერმული (42 °C) წყალი (დებიტი 0,5 მლნ ლ/დღ-ღ). წყალს იყენებენ აბაზანებისთვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო ორგანოთა, პერიფერიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი (ქრონ. სტადიაში).
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 2793 კაცი
აღწერის წელი მოსახლეობა
1989 3783[7]
2002 3243[7]
2014 2793